ნინო წილოსანი - ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ვურჩევდი, საქართველოში არსებული მდგომარეობა უფრო სიღრმისეულად შეესწავლათ, ამ წინასწარი ნეგატიური განწყობების შექმნას, უფრო მეგობრული ყოფილიყვნენ

ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ვურჩევდი, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა უფრო სიღრმისეულად შეესწავლათ, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა MEGOBARI აქტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორების პირობებში გარკვეული დასკვნებისა და გადაწყვეტილებების მიღება სწორი არ იქნება.

„MEGOBARI აქტი, რომელიც თავის შინაარსით პოზიტიური უნდა იყოს, უფრო ნაკლებად მეგობრულს წარმოადგენს ვიდრე სურს, რომ ეს პიარულად წარმოაჩინოს. რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორების პირობებში გარკვეული დასკვნებისა და გადაწყვეტილებების მიღება სწორი არ იქნება. ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ვურჩევდი, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა უფრო სიღრმისეულად შეესწავლათ. მათ შორის, გარკვეული ნეგატიური აქცენტების გაკეთება საარჩევნო სისტემებზე, რა თქმა უნდა, უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანები საერთოდ საქმის კურსში არიან თუნდაც წინა ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც აღიარებული იყო, როგორც სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარემოში ჩატარებულად. ახლანდელ არჩევნებთან დაკავშირებით მინდა დავარწმუნო ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის, ამ აქტის ინიციატორები, რომელთა მხრიდანაც განსაკუთრებული კეთილგანწყობა ნამდვილად არ მოიაზრება, რომ ეს არჩევნები კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის იქნება, ვიდრე წინა არჩევნები ჩატარებულა. ამ არჩევნების კონკურენტუნარიანობა სამართლიანობასა და მის სიზუსტეს განაპირობებს ის ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც სწორედ 12 რეკომენდაციის ფარგლებში განახორციელა ქვეყანამ. მათ შორის, ელექტრონული მექანიზმის არსებობა, რომელიც მყისიერად მოგვცემს დათვლის შედეგებს და ამიტომ ნებისმიერ მათგანს ვურჩევდი, რომ ამ წინასწარი ნეგატიური განწყობების შექმნას უფრო მეგობრული ყოფილიყვნენ საქართველოს მიმართ და პატივი ეცათ იმ რეფორმებისთვის, რომელიც არაერთხელ იქნა აღიარებული როგორც ევროკავშირის, ასევე არაერთი ინსტიტუტის მიერ”, - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, აშშ-ს კონგრესში დაინიცირებულია აქტი, სახელწოდებით "MEGOBARI". კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენას დაუპირისპირდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს