თსუ-ს სტუდენტების პროფესიული კარიერული განვითარებისთვის ვორკშოპი ჩატარდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში სტუდენტებისთვის ვორკშოპი ჩატარდა „როგორ შეიძლება გავზარდოთ დასაქმების შესაძლებლობები/HR.GE როგორც ხელშემწყობი პლატფორმა“.

ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ვორკშოპს დასაქმების სააგენტოს HR.GE რეგიონული მენეჯერი ინგა შახბაზიანი და ადამიანური რესურსების მენეჯერი ანი ლობჟანიძე უძღვებოდნენ.

როგორც თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ განაცხადა, სტუდენტების პროფესიული და კარიერული განვითარება ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

„პროფესიული პროგრამები თავისთავად გულისხმობს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას იმგვარად, რომ კურსდამთავრებული უკვე მზად იყოს შრომის ბაზრისთვის. თუმცა, ჩვენ ასევე ვზრუნავთ, რომ სტუდენტებს მივცეთ დამატებითი ცოდნა, უნარები კარიერის სწორად დასაგეგმად და წარმატებული დასაქმებისთვის“, - აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ვორკშოპი, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მომზადდა, რეზიუმეების სწორად მომზადებას, დამსაქმებელთან გასაუბრებისთვის მზაობას, განათლების და პროფესიული გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიების მოძიების შესაძლებლობას და კარიერულ განვითარებას ითვალისწინებს.

„ღონისძიება თსუ-სა და დასაქმების სააგენტოს HR.GE შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.

უახლოეს მომავალში სტუდენტებს ექნებათ საშუალება, უნივერსიტეტის ვებგვერდის დახმარებით საკუთარი რეზიუმე ატვირთონ პორტალზე, რომელზეც 30 ათასამდე დამსაქმებელს ექნება წვდომა.

დღეისთვის თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრში თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი სწავლობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება