ბაია პატარაია - აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე დაგვიდასტურეს, რომ 30 ადამიანს უკვე ჩაბარდა დასანქცირების შესახებ  შეტყობინება - პროცესი გრძელდება

ამერიკელებმა გვითხრეს, რომ ისინი ქართველი ხალხის მეგობრები არიან - ვუთხარით, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს უარყოფს, რომ სანქციები არ არსებობს, ყველაფერი კარგად არის და ასეთი ტყუილებით არიან დაკავებულები, რაც გარკვეულწილად გაუკვირდათ, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანტიამერიკულ, ანტიევროპულ განცხადებებს საქართველოს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვება, მაგრამ თუ საქართველო ისევ გააგრძელებს პროდასავლურ კურსს, შეჩერებული პროექტები აღდგება.

“ამერიკელებმა გვითხრეს, რომ ისინი არიან საქართველოს, განსაკუთრებით ქართველი ხალხის მეგობრები. სურთ პოზიტიური ურთიერთობა გაგრძელდეს. ასევე გვკითხეს, რას ფიქრობს ხალხი განცხადებებზე, “მეგობარ აქტზე”, იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ამერიკა და ევროკავშირი დგამს რუსული კანონის საპასუხოდ. ჩვენ ვუთხარით, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს უარყოფს, ისინი ამბობენ, რომ სანქციები არ არსებობს, ყველაფერი კარგად არის და ასეთი ტყუილებით არიან დაკავებულები, რაც გარკვეულ წილად გაუკვირდათ მათ. თქვეს, რომ კიდევ ერთხელ და არაერთხელ გაიმეორებენ, რომ რუსულ კანონს, ანტიამერიკულ, ანტიევროპულ განცხადებებს საქართველოს მხრიდან და ნაბიჯებს შესაბამისი შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვება, მაგრამ თუ საქართველო ისევ გააგრძელებს პროდასავლურ კურსს, შეჩერებული პროექტები ცხადია გაგრძელდება.

რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, დაგვიდასტურეს, რომ როგორც ელჩმა განაცხადა, 30 ადამიანს უკვე ჩაბარდა [შეტყობინება], გრძელდება პროცესი მათ მიმართ, ვინც ჩართული იყო ადამიანის უფლების მასიურ დარღვევაში და რუსული კანონის მიღებაში. სხვა სიებიც განიხილება და სხვა ადამიანებიც მიიღებენ ინდივიდუალურ სანქციებს”, - აღნიშნა ბაია პატარაიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი