პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირეს

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი ინიცირებულია. ამნისტიის პროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

ინიციატორთა განმარტებით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და „სისხლის სამართლის კოდექსის“ 66 მუხლს მოიცავს. ასევე, 1/6-ით შემცირება 225 მუხლს შეეხება.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს შეეხება.

„ამნისტია შეეხება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს. კერძოდ, სსკ-ის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6 - ით შემცირება დამატებით 225 მუხლს შეეხება”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილის განმარტებით, ამნისტია არ შეეხებათ მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

“ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით, 7 000 პირს შეეხება, რაც ამნისტიის წინა პროგრამებთან შედარებით სიახლეს წარმოადგენს.

რაც შეეხება კანონის მიღების ვადებს, მისი პირველი მოსმენით მიღება რიგგარეშე სესიაზე იგეგმება”, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

იხილეთ კანონპროექტი

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს