ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მათ შორის, საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები მიმოიხილეს.

„ქართველმა კანონმდებლებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციაზე და ამ კუთხით, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს გეოპოლიტიკურ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებასა და ოკუპაციიდან გამომდინარე პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკური კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრისას საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.

საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება, ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და არსებული წინასაარჩევნო გარემო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს