რატი იონათამიშვილი - იმ პირებს, რომლებსაც 9 მლნ აქვთ გაფლანგული, რომლებიც სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს და არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ თანამდებობებს, ამნისტიის არცერთი პროექტი არ უნდა შეეხოს

ცხადია, იმ პირებს და მასშტაბურ დამნაშავეებს, რომლებსაც 9 მილიონი ლარი აქვთ გაფლანგული, რომლებიც აორგანიზებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს და არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ საკუთარ პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ თანამდებობებს, ამნისტიის არცერთი პროექტი არასდროს არ უნდა შეეხოს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

იონათამიშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყოველგვარ სპეკულაციებს მკაფიოდ დაუსვა წერტილი.

„ცხადია, იმ პირებს და მასშტაბურ დამნაშავეებს, რომლებსაც 9 მლნ. ლარი აქვთ გაფლანგული, რომლებიც აორგანიზებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ საკუთარ პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ თანამდებობებს, რაც გირგვლიანის საქმეზე ხაზგასმით და მკაფიოდ აღნიშნა სტრასბურგის სასამართლომ - ასეთ მასშტაბურ კრიმინალებს, რა თქმა უნდა, ამნისტიის არცერთი პროექტი არასდროს არ უნდა შეეხოს.

ოპოზიციაში ჭარბობენ კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები. რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი - ეს კრიმინალური ინდიკატია. ეს ადამიანები არაერთგზის არიან გასამართლებული სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ დაუსვა წერტილი [მიხეილ] სააკაშვილის მიმართ ყოველგვარ სპეკულაციებს. დღეს რომ ამბობთ, რომ ოპოზიცია საუბრობს, ის [მიხეილ სააკაშვილი] პოლიტპატიმარიაო და უკვე სხვა წყაროებს აღარ იშველიებთ, ესეც ჩანს, როგორ დავიწროვდა სააკაშვილის იმ თაყვანისმცემელთა რიგი, რომელიც მას სწორედ ამ კრიმინალური საქმიანობის გამო ეთაყვანება დღესაც”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში "ამნისტიის შესახებ" კანონის პროექტი დაინიცირდა.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, ამნისტია არ შეეხებათ მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება