ირაკლი ქადაგიშვილი - გამჭვირვალობის კანონი საბაბად არის მოყვანილი, ის რომც არ ყოფილიყო, საქართველოს მოლაპარაკებებს არავინ გაუხსნიდა - რაც შეეხება დახმარებებს, ეს არის სესხი, რისი აღებაც ქვეყანას ყველგან შეუძლია

გამჭვირვალობის კანონი საბაბად არის მოყვანილი, რომელსაც ევროპაში "რუსული" დაარქვეს. ეს კანონი რომც არ ყოფილიყო, საქართველოს მოლაპარაკებებს არავინ გაუხსნიდა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებებით ცდილობენ, რომ არჩევნებზე ხელისუფლება დააზიანონ და ოპოზიციას შანსი გაუზარდონ.

“თუ ვინმე საქართველოს არჩევნებში ჩარევას ცდილობს, ასეთი განცხადებების გამკეთებლები არიან. ამ განცხადებების მიზანია, რომ რამენაირად ოპოზიციის რეანიმირება მოახდინონ. გამჭვირვალეობის კანონი საბაბად არის მოყვანილი, რომელსაც ევროპაში "რუსული" დაარქვეს. ეს კანონი [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] რომც არ ყოფილიყო, საქართველოს მოლაპარაკებებს არავინ გაუხსნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო წამყვანი სახელმწიფოა კანდიდატ ქვეყნებს შორის, მოლაპარაკებას არ გახსნიდნენ, რადგან საბოლოოდ ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას შეიძლება არჩევნებზე მინიმალური შედეგიც ვერ მიეღო. ამიტომ, რაღაცნაირად ცდილობენ, რომ არჩევნებზე ხელისუფლება დააზიანონ და ოპოზიციას შანსი გაუზარდონ. რაც შეეხება დახმარებებს, ეს არის სესხი, რისი აღებაც ქვეყანას ყველგან შეუძლია. ამ მცირე ამოცანების გამო ქვეყნებს შორის ათწლეულებისას ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეწირება. არჩევნების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, მაგრამ

მაინც ხინჯი რჩება საზოგადოების აღქმაში. მსოფლიო პოლიტიკას ვარდისფერი სათვალით არ უნდა ვუყუროთ, ხშირად პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა რიგ საკითხებზე. ჩვენ ევროინტეგრაციის მიზნებს არ ვცვლით, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და საუკეთესო მიზნებისთვის პოზიციები გაგვაჩნია, რაც ზოგიერთი გლობალური მოთამაშის ინტერესებში არ შედის”, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩის, ჰეტერ ფიშერის განცხადებით, გერმანია საქართველოსთან დაკავშირებით ურთიერთობის გადახედვას აწარმოებს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის. ასევე, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმა. ჩვენ გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო. ჩვენ შემდგომ მოქმედებებს განვიხილავთ"- განაცხადა პეტერ ფიშერმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო