მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენს პარტნიორებთან პოლიტიკურ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

ჩვენს პარტნიორებთან პოლიტიკურ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - ჩვენი ურთიერთობების დინამიკა უნდა იყოს პოზიტიური, ეს სჭირდება სახელმწიფოს, სტრატეგიულ პარტნიორობას და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ბევრ, მათ შორის პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს.

“დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა, დიალოგი.

გვესაუბრა ბევრ საკითხზე, მათ შორის პრობლემურ საკითხებზეც. კარგი შესაძლებლობა იყო, გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის არგუმენტები. მიგვეწოდებინა ჩვენი მოსაზრებები. პოლიტიკურ დიალოგს ჩვენს პარტნიორებთან ალტერნატივა არ აქვს”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს