ანა ბუჩუკური - უზრა ზეიას ვიზიტი გზავნილია, რომ სტრატეგიული პარტნიორები, მიუხედავად ანტიდასავლური რიტორიკისა და თავდასხმისა, არ ტოვებენ ქვეყანას მარტო - მთავარია არჩევნები გამოვიყენოთ როგორც კრიზისიდან უსაფრთხო და სწორი გამოსავალი

ეს ვიზიტი გზავნილია ქართველი ხალხისადმი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მიუხედავად ანტიდასავლური რიტორიკისა და თავდასხმისა, ზოგიერთი მათგანის მტრად გამოცხადებისა (კალაძეს ვგულისხმობ) არ ტოვებენ ხალხს და ქვეყანას მარტო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იქამდე მიგვიყვანა „ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, რომ კრიტიკული განცხადებები გვესმის სტრატეგიული მოკავშირეებისგან“.

"მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი, მით უმეტეს ამ რთულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ვიზიტი გზავნილია ქართველი ხალხისადმი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მიუხედავად ანტიდასავლური რიტორიკისა და თავდასხმისა, ზოგიერთი მათგანის მტრად გამოცხადებისა (კალაძეს ვგულისხმობ) არ ტოვებენ ხალხს და ქვეყანას მარტო.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის გზავნილი ხელისუფლებისთვის. აქამდე მიგვიყვანა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, რომ კრიტიკული განცხადებები გვესმის სტრატეგიული მოკავშირეებისგან. სამწუხაროდ, ამ მავნებლობის და ანტიდასავლური პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ივანიშვილი და ხელისუფლება „ქართული ოცნების“ ხელით აწარმოებს.

მაგალითად, ასევე, ტყუილია, როდესაც, გამოდის "ქართული ოცნება" და ნატო-ს კონკრეტულ წვრთნასთან დაკავშირებით ატყუებს საზოგადოებას, რომ მხოლოდ ერთი წვრთნის დროში გადადებაა. ეს ასე არ არის. სამწუხაროდ, ხელისუფლების ქმედებები და მავნებლობა აისახება ყველა სფეროზე. მთავარია წყნარად, მაქსიმალური მობილიზებით ჩავატაროთ არჩევნები - მაქსიმალურად სწორად გამოვიყენოთ, როგორც კრიზისიდან უსაფრთხო და სწორი გამოსავალი“, - აღნიშნა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარეობს.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადეს, შეხვედრაზე დააყენებენ ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებს და ისაუბრებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

უზრა ზეია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ასევე, შეხვდა “ქართული ოცნების” ქალ წევრებს. დაგეგმილია მისი შეხვედრა მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებსა და მედიის წარმომადგენლებთანაც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს