ირაკლი ზარქუა - 2024 წლის მეორე ნახევარი და 2025 წელი ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელია - ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ დამარცხდნენ მმართველი პარტიები ცენტრალური ევროპის ქვეყნებში!

2024 წლის მეორე ნახევარი და 2025 წელი ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელია - ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ დამარცხდნენ მმართველი პარტიები ცენტრალური ევროპის ქვეყნებში! ჩვენ მორალს ის ლიდერები გვიკითხავენ, რომელთაც თურმე თავიანთი მოსახლეობა მხარს არ უჭერს და ლეგიტიმაცია არა აქვთ, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან მმართველი პარტიის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, "საქართველოში ეს ყველაფერი დასრულდა".

"ჩვენ გვიკითხავენ მორალს, ქვეყანა როგორ ვმართოთ, თურმე პრობლემა საკუთარ ქვეყანაში ჰქონიათ, თავიანთი მოსახლეობა არ ენდობათ - ეს იქნება გერმანია, ბელგია თუ საფრანგეთი. ლეგიტიმაციის პრობლემა საკუთარ ქვეყანაში აქვთ და ჭკუას გვასწავლიან. თურმე ეროვნული ღირსება და ეროვნული ინტერესები უკან უნდა მოიტოვო და ვიღაცების დადგენილ რაღაც წესებს ან ინტერესებს ემსახურო.

ეს დასრულდა, ერი და ბერი გაერთიანებული ვართ - 26 ოქტომბერს ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს და ამისთვის ვემზადებით!" - განაცხადა ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს