ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლების ცვლილების პირველივე საათებში ჩვენი პრიორიტეტი იქნება, გავაცოცხლოთ „ქართული ოცების“ მიერ განზრახ გაჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი

არის ძალიან სერიოზული შანსები, მათ შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების სრულიად სხვა დონეზე გადაყვანის, უვიზო მიმოსვლის უზრუნველყოფის და ერთადერთი, ვინც ამას ხელს უშლის, ეს არის დღევანდელი ხელისუფლება, ამიტომ არის სწორედ მნიშვნელოვანი „მეგობარი აქტი“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რომ არა დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს ექნებოდათ უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან და ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობა სხვა დონეზე იქნებოდა.

„ხელისუფლების ცვლილებიდან პირველივე საათებში ჩვენი მთავარი საზრუნავი და პრიორიტეტი იქნება ის, რომ გავაცოცხლოთ „ქართული ოცების“ მიერ შეფერხებული და განზრახ გაჩერებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, გამოვასწოროთ და აღვადგინოთ პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროპულ სახელმწიფოებთან და გადავდგათ უსწრაფესად ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს ჯარს ჰქონდეს სრული მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მშენებლობის პროცესში და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის მხარდაჭერა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სიღარიბე, უმუშევრობა, ინფლაცია იყოს საბოლოოდ წერტილდასმული.

რომ არა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების კრემლის მხარდამჭერი პოლიტიკა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უკვე დღეს ექნებოდა უვიზო მიმოსვლა შეერთებულ შტატებში და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა საერთოდ სხვა დონეზე აიწევდა, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ნიშნავს სამუშაო ადგილებს, ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ნორმალური, ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობები. არის ძალიან სერიოზული შანსები, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების სრულიად სხვა დონეზე გადაყვანის, სავაჭრო ურთიერთობების სრულიად სხვა დონეზე გადაყვანის, უვიზო მიმოსვლის უზრუნველყოფის და ერთადერთი, ვინც ამას ხელს უშლის, ეს არის დღევანდელი ხელისუფლება, ამიტომ არის სწორედ მნიშვნელოვანი „მეგობარი აქტი“ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სიკეთე საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც ამ აქტში არის ჩაწერილი, ხელისუფლების ცვლილებისთანავე გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის რეალობა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო