12 ივლისს ბიზნეს დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

12 ივლისს, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მეთვრამეტე ცერემონია გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოება, რომელიც საქართველოში ტარდება.

„ბიზნესის გარდა, კავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სახელოვნებო სფერო წარმოადგენს. 2017 წლიდან შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საპატიო ჯილდო - ადამიანი ისტორია- Person-history და Bests of Georgia გადაეცემათ პირებს, რომლებმაც ისტორიული კვალი დატოვეს თავიანთ სფეროში მოღვაწეობით და მსოფლიოს მასშტაბით ხელი შეუწყვეს საქართველოს პოპულარიზაციას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯილდოს მფლობელები არიან: ელდარ შენგელაია, რობერტ სტურუა, ნანი ბრეგვაძე, ჯემალ ჭკუასელი, ნონა გაფრინდაშვილი. ასევე, ვატო კახიძე, ნიკოლოზ რაჭველი, ეკა მამალაძე და სხვა;

წელს ღონისძიებაზე ჯილდო Person-History გადაეცემათ მარიკა კვალიაშვილს და თათული დოლიძეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს