გიგი წერეთელი - პრაქტიკულად ბოლო გაფრთხილებებია ხელისუფლებისთვის, რომ ხელი აიღოს პოლიტიკაზე, რომელსაც აწარმოებს

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოში, გვაჩვენებს, თუ რამდენად დიდია ჩვენს პარტნიორებში იმ საგანგებო ვითარების შეგრძნება, რომელიც ხელისუფლების ქმედებებმა წინასაარჩევნოდ შექმნა , - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

გიგი წერეთელი შესაბამისი განცხადებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, უზრა ზეიას საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

გიგი წერეთლის თქმით, „ამ მძიმე ვითარებამდე სწორედ საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურმა კამპანიამ და ნაბიჯებმა მიგვიყვანა.

„იმედი მაქვს, რომ სწორედ იმგვარი კომუნიკაცია შედგება, რაც ახლა არის საჭირო.

ეს არის პრაქტიკულად ბოლო გაფრთხილებები ხელისუფლებისთვის, რომ მან ხელი აიღოს პოლიტიკაზე, რომელსაც აწარმოებს, რათა საერთოდ არ გაქრეს საქართველოსთვის ევროატლანტიკური გზა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს