თამარ კორძაია - ამერიკელი პარტნიორების ხედვაა, რომ თუ “ქართულმა ოცნებამ” ვითარება ოდნავ მაინც არ შეცვალა, სანქციები გაგრძელდება - თუ ეჭვქვეშ დადგა არჩევნების შედეგები, სახელმწიფოებრივად ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით

ჩვენი ამერიკელი პარტნიორები შეშფოთებულები არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით - მათი ხედვაა, რომ თუ “ქართულმა ოცნებამ” ვითარება ოდნავ მაინც არ შეცვალა, სანქციები გაგრძელდება და ეს უფრო ნათელი და ღია იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკური პლატფორმის - "ერთიანობა" წევრმა, თამარ კორძაიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აშშ მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ.

“ისინი მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ. რაც მთავარია, გამოხატულ იქნა მზაობა საქართველოში სადამკვირვებლო მისიების და მაღალი წარმომადგენლობების ვიზიტების თაობაზე”,- განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, პარტნიორების მხრიდან თავისუფალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაც არაერთხელ იქნა აღნიშნული.

“თუ რაიმე არ შეცვალა “ქართულმა ოცნებამ”, არ აჩვენა ოდნავი მზაობა მაინც იმისთვის, რომ მიიღებს საქართველოს მოქალაქეების ნების სასარგებლო გადაწყვეტილებებს და ამავდროულად, შექმნის გარემოს თანასწორი და თავისუფალი არჩევნებისთვის, სანქციები აუცილებლად გაგრძელდება. არაერთხელ იქნა აღნიშნული, რომ თუ არ იქნა სამართლიანი, თავისუფალი არჩევნებისთვის სათანადო პირობები, რაც ჯერ არ ჩანს; თუ არ შემცირდა სახელისუფლებო დეზინფორმაცია და საბოლოო ჯამში, ეჭვქვეშ დადგა არჩევნების შედეგები, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივად ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით. სწორედ იმიტომ, რომ არ უნდათ საქართველოს, როგორც პარტნიორი სახელმწიფოს დაკარგვა და არ უნდათ ის 30-წლიანი პარტნიორობა წყალში გადაიყაროს, მოდიან და კიდევ ბევრჯერ ჩამოვლენ ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად და იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ნება აღსრულდეს. ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები, ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად ვეცდებით მეტი ერთიანობით, მეტი თანხმობით სვლას, რათა მოქალაქეებმა ოქტომბერში თავიანთი არჩევანი გააკეთონ”,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისივე თქმით, “მეგობარი აქტიც” იმის ნიშანი იყო, რომ საქართველოს, როგორც მეგობარ სახელმწიფოს, ისე უყურებენ პარტნიორები.

“მთავარი ისაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხელი ჰკრა ამ მეგობრობას - ეს არის სამწუხარო. მან ხელი ჰკრა ამერიკულ დახმარებას და მხარდაჭერას. მაგრამ ამერიკული მხარე კიდევ უფრო მეტ გონიერებას იჩენს და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” არა - მზად ვართ, საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად. “მეგობარი აქტი” დაძრულია და ბევრი რამეა დამოკიდებული არჩევნებამდე პერიოდზე და არჩევნების შედეგებზე”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო