თაკო ჩარკვიანი ოპოზიციაზე - დახლეჩისკენ მიდიან, ძალიან დანაწევრდნენ - თუ ამბობ, რომ რუსეთი გებრძვის და ასე გჯერა, მაშინ გაერთიანდი შე დალოცვილო, რა უბედურებაა

თუ ამბობ, რომ რუსეთი გებრძვის და ასე გჯერა, მაშინ გაერთიანდი შე დალოცვილო, ასე დაწიაწებაც რა უბედურებაა, უკვე ორი ფლანგიც აღარ არის, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, უმჯობესი იქნებოდა ოპოზიციურ ველზე ერთი დიდი გაერთიანება გაკეთებულიყო, თუმცა ამ ყველაფერს ხელი პოლიტიკოსების პირადმა ამბიციებმა შეუშალა.

„მაინც დახლეჩისკენ მიდიან, ძალიან დანაწევრდნენ. ეს უკვე აღარ არის ერთი ფლანგი ან ორი ფლანგი და არ არის კარგი ამბავი. მაინც წამოვიდა ამბიციები წინ. მე გამიხარდებოდა დიდი გაერთიანება რომ ყოფილიყო. უკაცრავად და მაყეფარ ძაღლად ვიქეცი, ვეუბნებოდი, რომ ყველაზე ძალიან ვისაც არ მოგწონვართ და მე ვინც არ მომწონს, უხმოდ, ულაპარაკოდ ვიქნები, ხმას არ ვიღებ. თუ ამბობ, რომ რუსეთი გებრძვის და ასე გჯერა, მაშინ გაერთიანდი შე დალოცვილო. ასე დაწიაწებაც რა უბედურებაა. უკვე ორი ფლანგიც აღარ არის.

რამდენიმე დიპლომატთან მქონია საუბარი და მთაც იგივე უთქვამთ, რომ გაერთიანდით, თუკი ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები. კითხვის ნიშნის ქვეშ საკითხის დაყენება არ შეიძლება, როდესაც ასეთ გასაჭირში ხარ, პატარა ხვრელიც არ უნდა დატოვო“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის მტკიცებით, პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ყოველთვის დიდი გაერთიანების წინააღმდეგი იყო.

ნიკა მელიამ, რომელი პარტიის თავმჯდომარეც იყო, იმ პარტიის თხრა დაიწყო. პარტია არის იდეა და პარტია არის ამომრჩეველი. შენ იყო მიხეილ სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარე და ლანძღავდე ციხეში სააკაშვილს, ან მატყუარა ხარ ან არ უნდა იყო იმ პარტიაში. ბოლო-ბოლო იმ კაცმაც დაუწერა, „ქოცივით“ ლაპარაკობო. მე ვიცოდი, რომ ის იყო ის ადამიანი, რომელიც მუდამ იყო ერთიანობის მოწინააღმდეგე. ის იყო დამშლელი. ხომ გახსოვთ რამდენი ხნის წინ ვთქვი, „ციც, ეს ბიჭი არ მომწონს და არასწორად იქცევა-მეთქი“. არის რაღაც დაუწერელი წესი და რიგი, არ შეიძლება არ ვარგოდე ადამიანურ ურთიერთობაში და მხოლოდ პოლიტიკაში ვარგოდე“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო