ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა - მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები, დაზიანებულია სახლების სახურავები

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა.

მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.

უამინდობის გამო, რომელიც დაახლოებით 5 წუთს გრძელდებოდა, სოფელ მაწიმში რამდენიმე სახლის სახურავი დაზიანდა.

ადგილზე უკვე იმუშავეს საგანგებო სიტუაციების მართვის და სხვა შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზარალის შესახებ ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ აქვთ.

ხეებისგან ჩახერგილი გზები კი უკვე გაიწმინდა.

ამ დროისთვის, სოფლის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს