23-მა სახელმწიფომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს „უკრაინის კომპაქტს“, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის ვალდებულებებს მოიცავს

ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტზე, უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი შეთანხმებების ხელმომწერი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრა გაიმართა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ უკრაინის, შეერთებული შტატების, ნატო-ს 21 სხვა ქვეყნის ლიდერებმა, ასევე ევროკავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს „უკრაინის კომპაქტს“ - მრავალმხრივ დოკუმენტს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის ვალდებულებებს მოიცავს.

დოკუმენტი მიზნად ისახავს დააჩქაროს კოლექტიური ძალისხმევა უკრაინის ყოვლისმომცველი უსაფრთხოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მისი ხელმომწერი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, შეასრულონ უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ :

მხარი დაუჭირონ უკრაინის დაუყოვნებლივ საჭიროებებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში დახმარებისა და წვრთნების უზრუნველყოფის გაგრძელებით, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობისა და თავდაცვის ინდუსტრიული და საჭირო ეკონომიკური მხარდაჭერის, ორმხრივი მუშაობის და არსებული მრავალმხრივი მექანიზმების მეშვეობით.

დააჩქარონ მცდელობები უკრაინის მომავალი შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის, რომელიც ინარჩუნებს სანდო თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობებს.

ამასთან, მიმდინარე საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, უკრაინაზე რუსეთის მიერ მომავალი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში სწრაფად და ერთობლივად შეიკრიბონ უმაღლეს დონეზე, რათა განისაზღვროს შესაბამისი შემდგომი ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში სწრაფი და მდგრადი დახმარების გაწევა და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და სხვა ჯარიმების დაწესება.

ხელშეკრულება ღიაა სხვა სახელმწიფოებისთვისაც და ის იმოქმედებს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის პროგრესის პარალელურად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს