ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპი ერთხელ უკვე დავამარცხე, მე მას კვლავ დავამარცხებ

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, მას ესმის უცხოელი ლიდერებისგან : "შენ უნდა გაიმარჯვო" და რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება "კატასტროფა იქნება".

„საგარეო პოლიტიკა არასდროს ყოფილა მისი ძლიერი მხარე და, როგორც ჩანს, მას აქვს მიდრეკილება ავტორიტარული ადამიანების მიმართ“, - განაცხადა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე საუბრისას.

მისი მტკიცებით, ყველაზე კვალიფიციური ადამიანია იმისთვის, რომ ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩეს.

„ვფიქრობ, რომ მე ვარ საუკეთესო კვალიფიციური ადამიანი იმისთვის, რომ შევასრულო ეს სამუშაო, იმისთვის, რომ უზრუნველვყო, რომ უკრაინა არ დაეცეს, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს, რომ ევროპული ალიანსი ძლიერი დარჩეს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საარჩევნო რბოლაში მონაწილეობას გააგრძელებს.

„ის ერთხელ უკვე დავამარცხე, მე მას კვლავ დავამარცხებ“, - აღნიშნა ბაიდენმა დონალდ ტრამპზე საუბრისას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება