გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინის მიერ ინიიცირებული რეზოლუცია უკრაინის ბირთვული ობიექტების, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისა და დაცვის შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ზელენსკი ასეთ ნაბიჯს გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის აღსადგენად მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს.

„რეზოლუცია იმეორებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციისა და დეოკუპაციის აუცილებლობას იმ ფონზე, როცა რუსეთი არ ასრულებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველი ორგანოების რეზოლუციებს. ეს კენჭისყრა ეფუძნება მშვიდობის პირველ სამიტზე მიღებულ დისკუსიებსა და გადაწყვეტილებებს, სადაც მშვიდობის ფორმულის პირველი პუნქტი -„რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება“ - მთავარი საკითხი იყო“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ყველა პარტნიორს უსაფრთხოების აღდგენის ყველა სფეროში გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმებისა და საერთო ღირებულებების დაცვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს