უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას

„რენო“ ცენტრი სპეციალური საზაფხულო აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს Renault Captur-ის ერთიანი გადახდით შეძენისას, 9000 ლარიან ფასდაკლებას სთავაზობს.

განსაკუთრებული ფასის გარდა, აქციის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ავტომობილის ღირებულება გადაანაწილოს სამ წელზე, ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. საზაფხულო შეთავაზება მოიცავს საჩუქრად დაზღვევას სრულ პერიოდზე ან დროზე.

„ჩვენ, „რენო“ ცენტრში, მუდმივად ვზრუნავთ მომხმარებლების საჭიროებებსა და საინტერესო აქციების შეთავაზებაზე. ამჯერად, ჩვენს შოურუმში მომხმარებლებს დახვდებათ Renault Captur, სპეციალური პირობებით, რომელიც შექმნილია აქტიური ურბანული ცხოვრებისათვის“ - აცხადებენ „რენო“ ცენტრში.

ფრანგული ბრენდის, Renault-ის აღნიშნული მოდელი 1.3 ტურბო ბენზინით, 7 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, 17 დუიმიანი ალუმინის დისკებითა და სხვა მახასიათებლებით, მგზავრობის განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს.

აქციის პირობებით სარგებლობის მსურველებს Renault Captur-ის გამოცდა ტესტ დრაივზე, წინასწარი რეგისტრაციით, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://bit.ly/Captur-test-drive

„რენო“ საქართველო 2013 წლიდან Renault Group-ის ავტომობილების ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათავო ოფისი, შოურუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომელიც ტექნიკური მომსახურების ფართო არჩევანს მოიცავს, თბილისში, ჯორჯ ბალანჩინის #36-ში მდებარეობს.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ ან ფეისბუქ გვერდებს, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (322) 531 800.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს