ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება Car rental-ის სერვისის მესამე საერთაშორისო ბრენდმა დაიწყო

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება საერთაშორისო ბრენდმა Europcar-მა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფრანგული Europcar-ი ქუთაისის აეროპორტისთვის მესამე საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მგზავრებს მანქანის გაქირავების სერვისს სთავაზობს.

„კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდით, Goldcar-ითაც არის წარმოდგენილი, რომელიც მომხმარებლებს უახლესი, როგორც პრემიუმ კლასის ავტომობილების, ისე ბიუჯეტური ტიპის ავტომობილების გაქირავებას სთავაზობს.

სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეუძლიათ, სადაც Europcar-ი ოფისია განთავსებული. ავტოპარკი დაკომპლექტებულია უახლესი, სედანის ტიპის, ასევე მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის ავტომობილით. ავტომობილების დაჯავშნა აეროპორტის მგზავრებს როგორც ადგილზე, ისე კომპანიის ვებგვერდზეც შეუძლიათ https://www.europcar.ge/ka/fleetguide “, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ხაზს უსვამს, რომ ქუთაისის აეროპორტის მიმართ ბიზნესის მხრიდან ინტერესი მაღალია.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეიდან, მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ მანქანის გაქირავების მესამე საერთაშორისო ბრენდის, Europcar-ის წარმომადგენლობით. შესაბამისად, მგზავრებს უკვე საშუალება აქვთ მათთვის სასურველი ავტომობილი აეროპორტშივე იქირაონ და მიიღონ ის სერვისი, რომელი მანქანების გაქირავებასთან არის დაკავშირებული. წარმატებებს ვუსურვებთ ახალ კომპანიას ქუთაისის აეროპორტში და რა თქმა უნდა, ყოველთვის მივესალმებით და ხელს შევუწყობთ ახალი სერვისების შეთავაზებას ჩვენი მგზავრებისთვის”, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Europcar Georgia, 1949 წელს საფრანგეთში დაარსებული Europcar Internationally-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს 3 ტიპის სერვისს სთავაზობს: დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება