„საქპატენტის“ თავმჯდომარე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელ დირექტორს ჟოაო ნეგრაოს შეხვდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ჟენევაში WIPO-ს რიგით 65-ე ასამბლეის ფარგლებში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელ დირექტორს ჟოაო ნეგრაოს და EUIPO-ს ინსტიტუციური და თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ინტელექტუალური საკუთრების დარგში ევროკავშირის ახალი რეგიონული პროექტის „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ (EU4IP) მნიშვნელობაზე გაამახვილეს. აღნიშნული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების რეგისტრაციის, დაცვისა და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების, როგორც ფუნდამენტური ინსტრუმენტის გამოყენებას ინოვაციებისათვის, შემოქმედებითი საქმიანობისა და თავისუფალი კონკურენციისათვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველსაყოფად.

„საქპატენტის“ თავმჯდომარის თქმით, პროექტის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდისა და საქმისწარმოების პროცესში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის მიზნით, „საქპატენტი“ ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე იზრუნებს, უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და შეიმუშავებს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ე.წ. სექტორულ სტრატეგიას.

მათივე ცნობით, EU4IP-ს პროექტს წინ ევროკავშირი-საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი სამწლიანი პროექტი (EUGIPP) უძღოდა, რომლის ფარგლებში მიღწეული შედეგების საფუძველზეც, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ინიციატივით გადაწყდა ახალი პროექტის დაწყება საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ჩართულობით. აღნიშნული პროექტი საქართველოსა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელთან (EUIPN) მიერთებაში დაეხმარება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს