ხობის კულტურის სასახლეში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლის განმავლობაში საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლების მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლის განმავლობაში საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლების მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პედაგოგების და აღსაზრდელების მონაწილეობით მუნიციპალიტეტის ბაღებში განხორციელებული პროექტები მოიცავდა: გარემოს დაცვასთან, სახანძრო უსაფრთხოებასთან, ცხოველთა და ფრინველთა დაცვის აუცილებლობასთან, მუსიკალური საკრავების და საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სააღმზრდელო-საგანმანათლებლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ ორგანიზებით ჩატარდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს