აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს და მას საქართველოში მყოფი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

უფრო კონკრეტულად, შეხვედრაში მონაწილეობენ NDI-ის, IRI-ის და IFES-ის წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრამდე ჟურნალისტებს სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა განუცხადეს, შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია. მათი განცხადებით, ისაუბრებენ რისკებზე, რაც ქვეყანაშია და ხაზს გაუსვამენ იმას, რომ ქართველი ხალხის ნება და ხელისუფლების რიტორიკა სხვადასხვაა.

ცნობისთვის, ეზრა ზეია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გუშინ, უკვე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს. ასევე, “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ქალ წარმომადგენლებს. დაგეგმილია მისი შეხვედრა მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებსა და მედიის წარმომადგენლებთანაც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს