რობინ ვაგენერი - ჩვენ არა მხოლოდ ევროკავშირის პროგრამების, არამედ მრავალ სფეროში გერმანულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა მოგვიწევს

ჩვენ არა მხოლოდ ევროკავშირის პროგრამების, არამედ გერმანულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის მრავალი სფეროს გადახედვა მოგვიწევს, - ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული გაერთიანება კვლავ დაინტერესებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო პროცესი დაპაუზებულია.

რობინ ვეგენერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია აუცილებლად გადახედავს საქართველოსთან დაკავშირებით ყველა პროგრამას და მიიღებს გადაწყვეტილებას, გაგრძელდება თუ არა ისინი.

„რა უნდა გაკეთდეს ამ მომენტში? უპირველეს ყოვლისა, ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია - არ იქნება შემდგომი გაწევრიანება. ეს ყველაფერი მიღწეულია და ეს არაა შემთხვევითი პროცესი, არამედ ის გამოწვეულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ევროკავშირი კვლავ დაინტერესებულია შემდგომი გაწევრიანებით და ასევეა ქართველი ხალხიც. ჩვენ ამას ვხედავთ და ძალიან შთამბეჭდავია, რომ ამდენი ადამიანი აპროტესტებს კანონს და სურთ ევროკავშირის გზაზე გასვლა. მაგრამ ასევე ცხადია, რომ ჩვენ არა მხოლოდ ევროკავშირის პროგრამების, არამედ გერმანულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის მრავალი სფეროს გადახედვა მოგვიწევს.

ერთი რამ უნდა აღინიშნოს, ეს არის მხოლოდ სამხედრო სფერო, ეს არის სხვა მრავალი მიმართულება, მაგალითად, განვითარების სააგენტოები, ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ მოგვიწევს ამ პროცესის გადახედვა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ძალიან მკაფიო ვიყოთ, რომ ჩვენი რეაქცია არ ეხება საქართველოს მთელ მოსახლეობას, ვისაც სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ გვინდა გვქონდეს ლიბერალური დემოკრატია და გავაგრძელოთ ეს გზა, რომ გადავხედოთ ყველა პროგრამას და ნათლად გავარკვიოთ, რომელი გაგრძელებაა და რომელი არა. და ეს არის ის, რაც ხდება ამ მომენტში. მაგრამ ამას ძალიან ნათელი შედეგები მოჰყვება. არავითარი შემდგომი პროგრამები, არამედ გადაიხედება ის პროგრამებიც, რომლებიც წარსულში იყო გადაწყვეტილი", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა განმარტა, თუ რა კონკრეტული მიმართულებებით შეიძლება შეჩერდეს პროგრამები. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით სამთავრობო პროგრამებს ეხება.

„საუბარია პროგრამების მიმოხილვაზე, განსაკუთრებით იმ პროგრამებზე, რომელიც პირდაპირ მხარს უჭერს ან აფინანსებს სამთავრობო სტრუქტურებს. ის ასევე შეიძლება მოიცავდეს იმ პროგრამებს, სადაც მოქალაქეებიც იღებენ სარგებელს. იქნება შედეგები, რომელიც შეიძლება დაინახოს და იგრძნოს ფართო მოსახლეობაც", - აცხადებს ის.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო