გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 თვეში უკანონო თევზჭერის 332 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 1 იანვრიდან, 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 332 ფაქტი გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით, მათგან 140 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

„ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური მოწყობილობა, ჩოგან-ბადე და სხვა. საბოლოოდ, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 243 კგ-ს გადააჭარბა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ინტენსიურად იგეგმება პრევენციული ღონისძიებები, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში პრევენციული ღონისძიებების შედეგად, საბოლოოდ, ამოღებულია 2400 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, 200 მეტრზე მეტი სიგრძის თოკზე მობმული ნემსკავი და 31-ზე მეტი ერთეული თევზმახე - ე.წ. ოჩხი. ბადეები ამოღებულია: აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მდინარეების - ჭოროხის, კაპარჭინას, სუფსისა და აჭარისწყალის კალაპოტიდან, ასევე - ლაშთანის ტბიდან; მცხეთა მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მდინარე მტკვრიდან, ასევე, ჟინვალისა და სიონის წყალსაცავებიდან; ცენტრალური ოფისის თანამშრომლების მიერ კი, თბილისის ზღვიდან.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო