გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი - აქ, საქართველოში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა სხვა გზით წავიდეს - ევროკავშირმა გააღო კარი, მთავრობამ კი გადაწყვიტა შემობრუნებულიყო და სხვა მიმართულებით წასულიყო - ეს თვალსაჩინოა

ევროკავშირმა გააღო კარი კანდიდატის სტატუსით და შემდეგ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა შემობრუნებულიყო და სხვა მიმართულებით წასულიყო, - ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთი წინაღობა არ არის და არსებობს სხვა საკითხებიც, ისეთები, როგორებიცაა LGBTIQ+ კანონმდებლობა და საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა.

„მე ვიტყოდი, რომ წინაღობა მხოლოდ ეს კანონი არ არის, რადგან ჩვენ გვაქვს ევროპულ გზასთან დაკავშირებული დაბრკოლებების პაკეტი. მე არ ვიტყოდი, რომ ისინი მხოლოდ დაბრკოლებებია, ეს არის ნათელი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია აქ, საქართველოში, რომ სხვა გზით წავიდეს ქვეყანა. ევროკავშირმა გააღო კარი კანდიდატის სტატუსით და შემდეგ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა შემობრუნებულიყო და სხვა მიმართულებით წასულიყო. ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე თვალსაჩინოა, ასევე არის გამჭვირვალობა, LGBTIQ+ კანონმდებლობა, რომელიც გამიზნულია ამ უმცირესობის ჯგუფების წინააღმდეგ. ასევე არის რიტორიკა,“ - განაცხადა მან.

გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ გადაუხვია საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას სწორედ მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსი საბოლოოდ მიიღო.

"ჩემთვის სრულიად გაუგებარია, თუ არსებობს ქვეყნის კონსტიტუცია, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანას სურს იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე კანდიდატის სტატუსის მიღების სურვილის შესაბამისად მიღებულ იქნა სტატუსი და შემდეგ მოხდა კანონის შემოტანა და მისი დასაბუთება, რომ ის შეერთებული შტატების და ევროკავშირის გავლენების წინააღმდეგ არის მიმართული, მე საერთოდ არაფერი მესმის და ეს არ შეესაბამება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. საბოლოო ჯამში, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია. ასე ხდება დემოკრატიაში. საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია ქვეყნის მიზნები", - განაცხადა მან.

სრული ინტერვიუ იხილეთ ბმულზე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო