ანაკლია-განმუხურში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე, მინი-ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, ჭიდაობა, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქვიშის ფრენბურთი ფერების ფესტივალი და დრამერების მსვლელობა გაიმართა.

„სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს აკვაპარკმა „ანაკლიამ“ უფასო აბონემენტი გადასცა.

ღონისძიებების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან გრეტა წიწავასთან და პარტია " ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს ჩართულობისთვის და როგორც ადგილობრივ ვიზიტორებს, ასევე ტურისტებს მოუწოდეს, გაატარონ საზაფხულო სეზონი ანაკლია-განმუხურში.

ღონისძიებები ჯგუფი „რეგიონის“ გალა კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა.

ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება.

მხარდამჭერები: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე; ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო; აკვაპარკი ანაკლია; შპს "Anaklia-Ganmukhuri Resort“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება