იაგო ხვიჩია - რამდენად ლოგიკურია, ამნისტია არ ვრცელდებოდეს საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე? იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა, ადამიანებს, რომლებიც ციხეში ამ მუხლით იხდიან სასჯელს, რატომ არ უნდა შეეხოთ ამნისტია?

ყველაფერს ვიხილავთ დაჩქარებულად, საჭიროა ეს თუ არა. შევთავაზე, მოგვეწვია რიგგარეშე სხდომა და დაჩქარებული წესით მიგვეღო კანონი, რაზეც გვითხრეს უარი. მე არ მგონია, რომ ციხეში ერთი ან ორი ზედმეტი თვე ჯდომა ვინმესთვის მოსაწონი იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტში არის მუხლები, რომელიც მოსაწონია, რომელიც დასახვეწია და რომელიც არ არის მოსაწონი.

„კანონპროექტს რომ წაიკითხავს პატიმარი, ხვდება, რომ ამ კანონის მიხედვით შეიძლება მას გათავისუფლება შეეხოს და იმის გამო, რომ პროცედურულად ზაფხულია, სხდომები არაა, ციხეში ტყუილად ორი თვე უწევს ჯდომა. ჩემი შეთავაზება იყო - ყველაფერს ვიხილავთ დაჩქარებულად, საჭიროა ეს თუ არა, მოგვეწვია რიგგარეშე სხდომა და მიგვეღო კანონი დაჩქარებული წესით, რაზეც გვითხრეს უარი. მე არ მგონია, რომ ციხეში ერთი ან ორი ზედმეტი თვე ჯდომა ვინმესთვის მოსაწონი იყოს.

„მადლი თუ ქენი, ზედ მარილიც მოაყარეო“, - დაახლოებით ამის მცდელობა მქონდა, მაგრამ არ გამოვიდა.

არის მუხლები ამ კანონში, რომელიც მომწონს. არის მუხლები, რომელიც უფრო მომწონს, ვიდრე არა, მაგრამ გაუმჯობესებას საჭიროებს და არის მუხლები, რომელიც არ მომწონს. რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ ამნისტია არ ვრცელდებოდეს საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე? ეს ხომ არაფერ შუაში არაა სამართლიანობისა და თანასწორად მოპყრობის პრინციპთან. იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა, ადამიანებს, რომლებიც ციხეში ამ მუხლით იხდიან სასჯელს, რატომ არ უნდა შეეხოთ ამნისტია?“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება