ზესტაფონსა და სამტრედიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა

ზესტაფონსა და სამტრედიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მედიაციის სივრცეები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა საჭიროებას. კერძოდ, მხარეებისთვის უზრუნველყოფილია მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. სივრცეებში ასევე იფუნქციონირებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზა, სადაც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები იუსტიციის სისტემაში დასაქმებული თანამშრომლები ადგილზე შეძლებენ სხვადასხვა სატრენინგო მომსახურების მიღებას. მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ოზურგეთში, ახალქალაქში, სენაკში, ბათუმში, გორში, საჩხერეში, ხობში, დედოფლისწყაროში, დმანისში და დღეიდან, უკვე ზესტაფონსა და სამტრედიაში მოქმედებს.

ახალი სივრცეები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჟვანიამ გახსნეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს