ბრიტანული დაზვერვა - რუსეთის დანაკარგები ომში მაისსა და ივნისში რეკორდულად მაღალი იყო

რუსეთის საშუალო დღიური დანაკარგები - დაღუპულები და დაჭრილები - მაისსა და ივნისში მნიშვნელოვნად გაიზარდა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის მთელი პერიოდის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, მაისში ყოველდღიურად რუსეთის 1 262 ჯარისკაცი იღუპებოდა ან იჭრებოდა, ივნისში კი - 1163, რაც რუსეთის არმიის საშუალო დღიური დანაკარგების მაქსიმალური მაჩვენებელია მთელი ომის განმავლობაში.

თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის დანაკარგებმა, დაღუპულებისა და დაჭრილების სახით, სავარაუდოდ, 70 000 სამხედრო მოსამსახურე გადააჭარბა.

ანალიტიკოსები დანაკარგების ზრდას რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქში ახალი ფრონტის გახსნას უკავშირებენ.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტებმა ფრონტზე ზეწოლა გაზარდეს, უკრაინის ეფექტური თავდაცვა და რუსი სამხედროების მომზადებასთან დაკავშირებული პრობლემები ამცირებს რუსეთის ფედერაციის უნარს გამოიყენოს ნებისმიერი ტექნიკური წარმატება, ფრონტის ხაზის კიდევ უფრო გაზრდის მცდელობის მიუხედავად.

ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების ყოველდღიური რაოდენობა მომდევნო ორი თვის განმავლობაში, საშუალოდ, კვლავ 1 000-ს გადააჭარბებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს