„ჯივიპიმ“ გახოკიძის ქუჩის  წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაიწყო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაიწყო.

„ჯივიპის“ ინფორმაციით, კომპანია პროექტში 23 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს და რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად აახლებს 12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს. ასევე, განახლებულ ქსელზე დამონტაჟდება 133 ერთეული ჩამკეტ - მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 16 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი და 81 ერთეული საკვანძო ჭა. წყალმომარაგების ქსელის სრულად განახლების შემდეგ საგზაო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ჩაატარებს.

“Aqualia-ს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაციაა. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში განისაზღვრა და დაიგეგმა გახოკიძის ქუჩის წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრული განახლება. აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე წყალმომარაგების ქსელების კრიტიკული მდგომარეობა იწვევდა ისნის, სამგორისა და კრწანისის რაიონების 128,000 აბონენტისთვის წყალმომარაგების ხშირ შეზღუდვას. გახოკიძის ქუჩაზე მდებარე სათავე ნაგებობიდან გამომავალი 7 მაგისტრალური წყალდენის რეაბილიტაციის შედეგად თბილისის მოსახლეობის 20%-ზე მეტს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება”, - განაცხადა „ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორმაგიგა ნადირაძემ.

„დღეს კომპანია „ჯივიპიმ“ დაიწყო გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია, რაც უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა არა მხოლოდ სამგორის, არამედ,ზოგადად, თბილისისთვის. ამ ქუჩაზე არსებული რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალი უკვე წლებია სავალალო მდგომარეობაშია, ხშირი ავარიები, შესაბამისად, იწვევდა ათასობით აბონენტისათვის წყალმომარაგების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას. ამის გარდა, კომუნიკაციების ავარიულობამ დააზიანა გზების მდგომარეობა, ზოგიერთ მონაკვეთზე უსაფრთხოდ გადაადგილებაც კი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მას შემდგომ, რაც "ჯივიპი" დაასრულებს სამუშაოებს, მუნიციპალიტეტი სრულად მოახდენს გზის და არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს, კახა კალაძეს, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ამ საკითხის მოგვარებაში და "ჯივიპის" ახალ ხელმძღვანელობას. იმედი მაქვს სამუშაოები დათქმულ ვადაში დასრულდება“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა რევაზ სოხაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება