ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ერთდროულად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის, რეკრეაციული ზონებისა და საყრდენი კედლების მოწესრიგება, რეაბილიტაცია უტარდება სპორტულ სკოლებს.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქუთაისში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მიმდინარე წელს, პირველ ეტაპზე, 14 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ეს მაჩვენებელი შესაძლოა, წლის ბოლომდე 20 მილიონამდე გაიზარდოს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი რამდენიმე ობიექტზე სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

მათ შორის, იმყოფებოდა ავტომშენებლის ქუჩაზე, სადაც წესრიგდება მდინარე ოღასკურას კალაპოტი, პარალელურად კი, ეწყობა რეკრეაციული ზონა. ქალაქის მერმა დაათვალიერა ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრიდან ბუხაიძის ქუჩამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის მიხედვით, ადგილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა დახურული ტიპის სანიაღვრე ქსელი და ტროტუარი.

მერი, ასევე, იმყოფებოდა მე-11 სპორტულ სკოლაში, სადაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობა, კეთდება ჰარდის ტიპის საფარი და სრულად განახლდება ჩოგბურთის კორტები.

,,ჩვენს ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. მიმდინარე წელს პირველ ეტაპზე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი თანხა 14 მილიონამდე ლარს შეადგენს. მრავალფეროვანია პროექტების სახეობებიც, ერთდროულად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის, რეკრეაციული ზონებისა და საყრდენი კედლების მოწესრიგება, ასევე, რეაბილიტაცია უტარდება სპორტულ სკოლებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქუთაისში პირველად ჩვენ ვიწყებთ სტანდარტების მიხედვით ჰარდის ტიპის საფარისა და ჩოგბურთის კორტების მოწყობას, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება ჩოგბურთის მოყვარულთათვის. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ პროექტების მეორე ეტაპზე და ვფიქრობ, მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი ჯამში 20 მილიონი იქნება , რაც ძალიან ბევრ განახლებულ ლოკაციას შესძენს ჩვენს ქალაქს”, - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება