სახალხო დამცველმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩავიდა და იორმუღანლოს თემის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლების: ლამბალოსა და მუღანლოს მოსახლეობას შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ომბუდსმენთან გამართულ შეხვედრაზე მოქალაქეებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

„სახალხო დამცველთან საუბარში მოსახლეობამ ძირითად პრობლემებზე ისაუბრა, რომელთა შორის ცალკე უნდა აღინიშნოს სახელმწიფო ენის არცოდნა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მოსახლეობის ინტეგრაციას და თვითმმართველობაში ჩართვას. გარდა ამისა, გამოწვევას წარმოადგენს სოფლებში ცენტრალური წყალმომარაგების სისტემის განვითარება, რაც აფერხებს სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობას. ასევე, მოსაწესრიგებელია შიდა გზები, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში მუშაობს და გადაადგილების დრო და მარშრუტები არ არის ოფიციალურად დადგენილი.

საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ახალგაზრდებთან აპარატის მანდატზე ისაუბრა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიურ ანგარიშში ასახული საკითხები, მათ შორის, ბავშვის უფლებები, ბავშვთა ქორწინებისა და ნიშნობის მავნე პრაქტიკა, ბილინგვური სწავლების საკითხები მიმოიხილა. ასევე, გაეცნო ახალგაზრდების ხედვას.

სახალხო დამცველი მუდმივად ატარებს შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისა და სოფლის მოსახლეობასთან და მათი უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, აპარატი რეკომენდაციებით მიმართავს როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო