თავდაცვის მინისტრი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას სომხეთის თავდაცვის მინისტრი, სურენ პაპიკიანი მასპინძლობს.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, კოლეგებმა საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს.

მათივე ცნობით, მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ჩიქოვანმა და სურენ პაპიკიანმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს შეხვედრას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება