CIU-სა და „ჯუნიორ ეჩივმენთ საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

12 ივლისს „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ეკა გეგეშიძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს.

„თანამშრომლობა საერთო აკადემიურ აქტივობებს, სტაჟირებასა და მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისებას მოიცავს.

დღის ფარგლებში „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოსთან“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ბიზნესინკუბატორის“ სახელით კიდევ ერთი მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული თანამშრომლობა ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროექტის - „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ - ფარგლებში გაფორმდა.

აღნიშნულ დოკუმენტს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან „ბიზნესინკუბატორის“ ხელმძღვანელმა ია ნადირაშვილმა მოაწერა.

რექტორთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა, ასევე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების დეკანი ქეთევან ნანობაშვილი.

ცნობისთვის, „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო" დაფუძნდა 2002 წელს. ის არის „ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს“ წევრი. „ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო“ აერთიანებს 123 ქვეყნის მსგავს ორგანიზაციებს, რომელთა მიზანია მეწარმეობისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობა კერძო სექტორს, განათლების სისტემებსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის პარტნიორული ურთიერთობის გამყარების გზით. „ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს“ პროგრამები აღიარებულია ევროპის კომისიის მიერ როგორც საუკეთესო პრაქტიკა სამეწარმეო განათლებაში. „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ „ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს“ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე საქართველოში ხელს უწყობს მოქალაქის პიროვნული თავისუფლების გააზრების ხელშეწყობას, ფინანსური წიგნიერების, მეწარმეობის და სამუშაოსთვის მზაობის უნარების ჩამოყალიბების გზით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს