გიორგი ტყემალაძე - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა  48 მილიონი ლარით იზრდება

თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა 48 მილიონი ლარით გაიზრდება , - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე გააკეთა.

„დღეს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა გაიზრდება 48 მილიონი ლარით“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძის განმარტებით, სახსრები ძირითადად გადანაწილდება ქალაქ თბილისის მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის მიერ განსახორციელებელ კეთილმოწყობის სამუშაოებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დასაფინანსებლად.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობასა და თბილისის მერს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდა თბილისის ბიუჯეტის ასეთი ზრდა და ქალაქის საჭიროებებზე მიმართვა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს