ირაკლი ხელაძე - თბილისის ბიუჯეტი 48 000 000  ლარით იზრდება, რაც დედაქალაქის მეტი განვითარების საწინდარია

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ხელაძემ საკრებულოს სხდომაზე თავისი გამოსვლა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ამასთან, ირაკლი ხელაძის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტი 48 000 000 ლარით იზრდება, რაც დედაქალაქის მეტი განვითარების საწინდარია.

,,დიდ მადლობას ვუხდი ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც ქართულ საზოგადოებას უდიდესი ბედნიერება მიანიჭა. გაწეული უდიდესი შრომისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მის ხელმძღვანელს ლევან კობიაშვილს, მწვრთნელებს და ტექნიკურ პერსონალს. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელმაც გამორჩეული ერთიანობა აჩვენა მსოფლიოს’’, -აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

ირაკლი ხელაძე ასევე საკრებულოს სხდომის მიმდინარე საკითხებს, კერძოდ კი, დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდის მნიშვნელობას შეეხო და მწუხარება გამოთქვა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას მისი ოპოზიციონერი კოლეგები არ ესწრებიან.

,,ყველას კარგად გვახსოვს, რომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცების დროს ჩვენი ოპონენტების ცრუ ბრალდებების საპასუხოდ ვამბობდით, რომ წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა. დღეს გაზრდილი ბიუჯეტი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტისა და პროგრამის დამატებითი დაფინანსების და ამასთანავე, დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის გამოკვეთილი საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა’’, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ და აღნიშნა, რომ ოპოზიციის საპასუხოდ, რომელიც მუდმივად ქვეყნის სტაგნაციასა და ეკონომიკური მაჩვენებლის ვარდნაზე საუბრობს, თბილისის ბიუჯეტი 48 000 000 ლარით იზრდება, რაც დედაქალაქის მეტი განვითარების საწინდარია.

,,ჩვენი დედაქალაქი ვითარდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება’’, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო