კონსტანტინე ზარნაძე - ახალგაზრდებისთვის იმაზე უფრო არატრენდული არაფერია, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანება

ახალგაზრდებისთვის იმაზე უფრო არატრენდული არაფერია, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზვიად კუპრავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ახალგაზრდებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანებისკენ მოუწოდა.

კონსტანტინე ზარნაძემ ამ განცხადებას სასაცილო უწოდა და განაცხადა, რომ ახალგაზრდებისთვის იმაზე უფრო არატრენდული არაფერია, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანება.

კონსტანტინე ზარნაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ტყუილად აქვს იმედი, რომ მათი პარტიის რიგებს ახალგაზრდები შეავსებენ.

„რა ნამუსით ეძახით ახალგაზრდებს პარტიაში, რომლის იდეური ლიდერიც მიხეილ სააკაშვილია? ახალგაზრდების დაძახება თქვენს პარტიაში, რომლებსაც კარგად უჭრით გონება, დაკეტილ კარზე კაკუნია. შეიძლება ახალგაზრდამ რაღაცაზე პროტესტი გამოხატოს, მაგრამ ის, რომ ამის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გახდნენ, ეს წარმოუდგენელია“ , - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს