ლევან არველაძე - ქართველი ხალხისთვის მონიჭებული სიხარულისთვის მადლობა ყველა ფეხბურთელს

ქართველი ხალხისთვის მონიჭებული სიხარულისთვის მადლობა ყველა ფეხბურთელს, მადლობა ეროვნულ ნაკრებს და ფეხბურთის ფედერაციას , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან არველაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მადლობა ყველა ფეხბურთელს, ეროვნულ ნაკრებს, ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც ამ ორი კვირის განმავლობაში დიდი ემოცია და სიხარული აჩუქა ჩვენს საზოგადოებას.

ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, კოკა ალადაშვილს, რომელიც არის ჩვენი გუნდის წევრი და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც უდიდესი სიხარული მოგვანიჭეს“, - განაცხადა საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ და დასძინა, რომ ეს დიდი გამარჯვება დაუღალავ შრომასთან არის დაკავშირებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს