გურამ ოქროპირიძე - მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის,  იმ ბრძოლისა და თავდადებისთვის, რომელიც თითოეულმა მათგანმა აჩვენა

მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის, იმ ბრძოლისა და თავდადებისთვის, რომელიც თითოეულმა მათგანმა აჩვენა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ განაცხადა.

დეპუტატმა სიტყვით გამოსვლა მილოცვით დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის, იმ ბრძოლისა და თავდადებისთვის, რომელიც თითოეულმა მათგანმა აჩვენა. ეს არის ისტორიული შედეგი, სწორად მუშაობის შედეგად მიღწეული, რომელმაც გააერთიანა საზოგადოება. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ფეხბურთის ფედერაციას, სამწვრთნელო შტაბს, პერსონალს“, - აღნიშნა გურამ ოქროპირიძემ.

დღესვე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებულ ცვლილებებსაც გამოეხმაურა. ცვლილების თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება 48 456,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 058 335,6 ათას ლარს.

„მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი 48 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და მათ შორის სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით დაემატება 950 000 ლარამდე, რაც, შესაბამისად, მნიშვნელოვან პროექტებს მოხმარდება“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება