იგორ ნარმანია - ჩემთვის ნდობის გამოცხადება არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ქართული პოლიტიკის ისტორიაში, ალბათ, პირველია შემთხვევა, როდესაც 22 წლის ახალგაზრდას ეძლევა მსგავსი უპრეცედენტო შანსი

ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის, რადგან ქართული პოლიტიკის ისტორიაში, ალბათ, პირველია შემთხვევა, როდესაც 22 წლის ახალგაზრდას ეძლევა მსგავსი უპრეცედენტო შანსი - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ იგორ ნარმანიამ პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ წარდგენის შემდეგ გააკეთა.

ნარმანიამ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავასა და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, ჩემი სიტყვა მინდა დავიწყო მადლობით, მადლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს და თინა ბოკუჩავას, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის, რადგან ქართული პოლიტიკის ისტორიაში ალბათ პირველია შემთხვევა, როდესაც 22 წლის ახალგაზრდას ეძლევა მსგავსი უპრეცედენტო შანსი. მადლობა ჩემი ორგანიზაციის წევრებს, მადლობა თანამებრძოლებს, რომლებიც მხარდამხარ, ყოველდღე, როდესაც ჩვენ ვიყავით ბრძოლის ველზე, ერთად ვიდექით და ერთმანეთს არ მოვშორებივართ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მარტის და მათ შორის აპრილი-მაისის მოვლენების გამოძახილი, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ჩემმა თაობამ, ჩემმა თანატოლებმა თქვეს ახალი პოლიტიკური სიტყვა, გააკეთეს ახალი პოლიტიკური განაცხადი და სწორედ ეს ენერგია, ეს ძალისხმევა და ერთიანობა, რომელსაც ჩვენ ვასხივებთ, გადავზარდოთ ენერგიად, რომელიც გამარჯვებისთვის იქნება გადამწყვეტი 26 ოქტომბერს. ასევე, მე მინდა მადლობა გადავუხადო აქ წარმოდგენილ ადამიანებს, ჩვენი პარტიის დამსახურებულ წევრებს, რომლებმაც გამომიცხადეს ნდობა და მინდა ვთქვა, რომ მოხარული ვარ, ეს არის ინსტიტუციური ცვლილება, რადგან ყოველ შემდეგ თავმჯდომარეს, რომელიც იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჩემს შემდეგაც, ექნება ეს უნიკალური შესაძლებლობა და როგორც ყოველთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამკვიდრებს უნიკალურ პრაქტიკებს ქართულ პოლიტიკაში“ , - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის