ზაზა გოგავა - ეს ქვეყანა არის ახალგაზრდების და მათთან ერთად ბრძოლა ყოველთვის პატივია, დანარჩენი საქმით უნდა დავამტკიცოთ

მინდა მადლობა გადავუხადო უმაღლეს მთავარსარდალს ნდობისთვის, მადლობა ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, მადლობა ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ჩემთვის დიდი პატივი იქნება მათთან ერთად ბრძოლაში შესვლა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის ორგანიზაციას, ბევრი რამ ვისწავლე მათგან, ბევრ რამეს ვისწავლი იგორის მსგავსი ახალგაზრდებისგან, იმიტომ რომ ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა გოგავამ.

ზაზა გოგავას თქმით, ეს ქვეყანა არის ახალგაზრდების და მათთან ერთად ბრძოლა ყოველთვის პატივია.

„პირველ რიგში მინდა ჩემი მიმართვა დავიწყო და დავეთანხმო თინა ბოკუჩავას, ჩემს ახალგაზრდა მეგობარს - იგორს, რომ ამ უმძიმესი ბრძოლის წინ და იმ პირობებში, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში პუტინის მოთხოვნით, ყველა ის გადაწყვეტილება რაც პარტიის მენეჯმენტს გააძლიერებს, რა თქმა უნდა, იქნება ამ ბრძოლაში თავისი წვლილის შემტანი.

მე აქვე მინდა ვთქვა და აღარ განვავრცობ, რადგან ქალბატონმა თინამ და იგორმა კარგად აღნიშნეს თუ რა ბრძოლა გველის წინ, საიდან მოვდივართ და სად მივდივართ.

106 დღე არც ისე ცოტაა, არც ისე ბევრია, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ ხელისუფლებას ჩამოვაცილოთ ივანიშვილის რეჟიმი.

ამიტომ, აქვე მინდა ორიოდ სამადლობელი სიტყვა ვთქვა ნდობისთვის, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ნდობისთვის უმაღლეს მთავარსარდალს, მადლობა ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, მადლობა ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ჩემთვის დიდი პატივი იქნება მათთან ერთად ბრძოლაში შესვლა.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის ორგანიზაციას, ჩემს ასე ვთქვათ უკვე სხეულის ნაწილს იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანი სადღაც წინ წაიყვანო, უფრო დიდი მიზნებისკენ თუ მხარს არ გიმაგრებს კარგი ორგანიზაცია. ბევრი რამ ვისწავლე მათგან, ბევრ რამეს ვისწავლი იგორის მსგავსი ახალგაზრდებისგან, იმიტომ რომ ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი! ეს ქვეყანა არის ახალგაზრდების და მათთან ერთად ბრძოლა ყოველთვის პატივია! დანარჩენი საქმით უნდა დავამტკიცოთ!“, - განაცხადა ზაზა გოგავამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო