სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე სსფ-ის და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფში შემავალი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისა და ფინანსთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაღალი რანგის შეხვედრაში, რომელიც მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში იმართება, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ ცენტრალური ბანკების მმართველები, ფინანსთა მინისტრები, რეგულატორები და ინდუსტრიის ლიდერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ჰოლანდიის მთავრობის წევრები.

„შეხვედრაში ასევე მონაწილეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ გლობალურად არასტაბილურ გარემოში ეკონომიკის დინამიკური ზრდის უზრუნველყოფის შესაძლებლობებს. იმსჯელებენ განვითარებადი ბაზრებისა და ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის კერძო კაპიტალის მობილიზების მნიშვნელობაზე, ასევე, ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნებასა და ხელოვნური ინტელექტის როლზე გლობალურ ეკონომიკაში.

ვიზიტისას ეკატერინე მიქაბაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფში შემავალი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებსა და ფინანსთა მინისტრებს შეხვდება.

ამავე შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია პანელური დისკუსიები. ეკატერინე მიქაბაძე "ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით ზრდის შესაძლებლობების" პანელის მონაწილეა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება