სამინისტრო - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა - 45 წლის ქალი ცოფით, სავარაუდოდ, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა და გარდაიცვალა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში, ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 45 წლის ქალი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 45 წლის ქალი, ცოფით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. ამავე თვეში ლეკვი მოკვდა.

„ქალს ანტირაბიული დახმარებისთვის არ მიუმართავს. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება დაიწყო 6 ივლისს, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით. შემთხვევა კი 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა, რომელიც იმავე დღეს დასრულდა ლეტალური გამოსავლით.

პჯრ კვლევით დიაგნოზი ლაბორატორიულად დადასტურდა.

მსგავსი ფაქტი, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, წელს პირველად დაფიქსირდა.

მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები.

ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.

ადამიანებში ცოფის პროფილაქტიკის მიზნით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხდება მაღალეფექტური ბიოპრეპარატების (ვაქცინა და იმუნოგლობულინი) განაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროფილაქტიკა ხელმისაწვდომია ყველა მუნიციპალიტეტში”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს