ლევან ბეჟაშვილი - ჩვენ მზად ვიყავით, დაგვეთმო სახელი, ნომერი, კვოტებიც და მინიმალურად მიგვეღო მონაწილეობა ერთიანი სიის ფორმირებაში, ოღონდ შემდგარიყო ერთიანობა

ჩვენ ყველამ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა და როდესაც ეს ერთიანობა ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის გამო ვერ ხერხდება, ჩვენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა ვაჩვენოთ ეს ერთიანობა საზოგადოებასთან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ახალი პლატფორმის - „ერთიანობის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთიანობის იდეიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად იყო, დაეთმო სახელიც, ნომერიც და მინიმალური მონაწილეობა მიეღო ერთიანი სიის ფორმირებაში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელის კორექტირება მოახდინა და ეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკურ სლოგანს ირჩევენ ესა თუ ის სუბიექტები. ერთიანობა დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველამ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა და როდესაც ეს ერთიანობა ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის გამო ვერ ხერხდება, ჩვენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა ვაჩვენოთ ეს ერთიანობა საზოგადოებასთან, ხალხთან.

ერთიანობის იდეიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვიყავით, რომ ერთიანი პროპორციული სიის პირობებშიც კი, სახელიც დაგვეთმო, ნომერიც დაგვეთმო, კვოტებიც და მინიმალურად მიგვეღო მონაწილეობა ამ ერთიანი სიის ფორმირებაში, ოღონდ კი შემდგარიყო ეს ერთიანობა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, რომელ პარტიებზე საუბრობდა დეპუტატი, რომლის გამოც ერთიანობა ვერ შედგა, ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ ეს პარტიები „ახალი“ და „ლელოა“. რომლებმაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

„რამდენიმე დღის წინ, პარტია „ახალის“ ხელმძღვანელებმა, ასევე, „ლელოს“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არ სურდათ და, ზოგადად, რამდენიმე პარტიასთან არ უნდოდათ ამ ერთობის გაფორმება, შესაბამისად, მათ მიაჩნდათ, რომ ოპოზიციურ ველზე რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის არსებობა მისცემდა ამომრჩეველს საშუალებას, რომ არჩევანის მრავალფეროვნებით ესარგებლა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლონ გაერთიანება და სამწუხაროა, რომ „ახლებმა“ და „დროა-გირჩმა“ ვერ მოახერხეს „ლელოსთან“ მოლაპარაკება“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის