თინა ბოკუჩავა - ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ისინი პოლიტიკურ, საარჩევნო პროცესებში

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ისინი პოლიტიკურ, საარჩევნო პროცესებში, რათა მოვიტანოთ ის ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ბოკუჩავას განმარტებით, აუცილებელია გახსნილობა და ბევრი საუბარი იმაზე, რაც ახალგაზრდებს აღელვებთ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ახალგაზრდები პოლიტიკურ პროცესებში, საარჩევნო პროცესებში, იმისთვის, რომ მოვიტანოთ ის ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. ამისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია გახსნილობა, მაქსიმალურად ბევრი საუბარი, იმ საკითხების აქტუალიზება და მათი ინტეგრაცია ჩვენს პოლიტიკაში, რაც აღელვებთ ახალგაზრდებს და რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ცოტა ხნის წინ გვქონდა ახალგაზრდული ფორუმი და ეს შეხვედრა არის ერთგვარი გაგრძელება ამ ახალგაზრდული ფორუმის და მსგავსი ტიპის შეხვედრები სერიის სახით აუცილებლად გაგრძელდება, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება