იგორ ნარმანია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს ახალგაზრდულ პროგრამაზე, რომლებიც ამ ადამიანების დაკვეთით უნდა დაიწეროს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს ახალგაზრდულ პროგრამაზე, რომელიც უნდა დაიწეროს ამ ადამიანების დაკვეთით, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან თინა ბოკუჩავასთან და პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერებთან დისკუსია გამართონ.

„ამ შეხვედრის ფარგლებში ჩემს თანატოლებს ექნებათ შესაძლებლობა, დისკუსია გამართონ პოლიტიკოსებთან, პარტიის თავმჯდომარესთან თინა ბოკუჩავასთან, „ერთიანობის“ ლიდერებთან - თამარ კორძაიასთან და გია ჯაფარიძესთან. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რადგან როგორც იცით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს ახალგაზრდულ პროგრამაზე, რომელიც უნდა დაიწეროს ამ ადამიანების დაკვეთით, რომლებიც იმყოფებიან აქ შეხვედრაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, მნიშვნელოვანი იქნება მომავალი შეხვედრები, რომლებსაც ჩვენ ვგეგმავთ მომავალში“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება