ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა

ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა, - ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა.

„სატელეფონო საუბრისას მდივანმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა“, - განაცხადა საბრინა სინგმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ესკალაციის რისკების შემცირების საკითხი განიხილეს.

ცნობისთვის, ბოლოს, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, ანდრეი ბელუსოვს 25 ივნისს ესაუბრა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება