სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის აღმასრულებელ დირექტორს შერიფ საადალას შეხვდა

ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის რიგით 65-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე WIPO-ს აკადემიის აღმასრულებელ დირექტორს შერიფ საადალას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სასწავლო აქტივობები განიხილეს, საუბარი შეეხო, ასევე, მომავალი თანამშრომლობის გეგმებს. საქპატენტის თავმჯდომარემ WIPO-ს აკადემიის აღმასრულებელ დირექტორს მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორი უწყების მრავალწლიანი, ნაყოფიერი ურთიერთობების მნიშვნელობას.

„საქპატენტის“ თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით განათლების სფეროში ბოლო დროს მიღწეულ ხელშესახებ პროგრესზე, რომელიც განპირობებულია, სწორედ, WIPO-ს აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ისეთი პროექტებით, როგორებიცაა: დისტანციური სწავლების კურსი მოსამართლეებისთვის; ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ სამაგისტრო და ტრენერთა გადამზადების პროგრამები; გეოგრაფიული აღნიშვნების სპეციალიზებული საერთაშორისო კურსი. აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სასაქონლო ნიშნების ონლაინ კურსისა და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ დისტანციური სწავლების ზოგადი კურსის – DL101GE ძირეული განახლება, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში საქპატენტის სასწავლო ცენტრისა და WIPO-ს აკადემიის აქტიური თანამშრომლობის შედეგად წარმატებით ხორციელდება.

სოსო გიორგაძის თქმით, მომდევნო წლის მთავარი ამოცანა საქპატენტის ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარება და სასწავლო ცენტრის გაძლიერება იქნება. შეხვედრის დასასრულს, სოსო გიორგაძემ უცხოელ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ სტიპენდიებისთვის, რომელიც საქპატენტის თანამშრომლებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გადამზადების კურსებისა და სამაგისტრო პროგრამებისთვის WIPO-გან ეძლევათ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ WIPO-ს აკადემია კვლავ განაგრძობს დახმარებას თანამშრომლების, ახალგაზრდა ექსპერტებისა თუ ტრენერების პროფესიული განვითარების, მათ შორის, სხვადასხვა საპატენტო უწყებებში პრაქტიკის გავლის მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს